სააკაშვილმა მიტინგების გამართვაზე დროებითი მოროტორიუმი გამოაცხადა
10:34:15     19-12-2017
მიხეილ სააკაშვილმა მიტინგების გამართვაზე დროებითი მოროტორიუმი გამოაცხადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თანაპარტიელმა ივან ლოზოვოიმ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კვირას ოქტომბრის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს.
„ჯერ კიდევ გუშინ, ჩვენ გამოვედით განცხადებით და დავგმეთ პროვოკატორების მიერ მოწყობილი ძალადობა. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ “ახალი ძალების მოძრაობა” აქციებს საერთოდ არ გამართავს“, - – განაცხადა ლოზოვოიმ. მან ასევე მოუწოდა მთავრობას კორუფციასთან ბრძოლა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ კვირას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა კიევის ცენტრში მდებარე ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მიხეილ სააკაშვილს 22 დეკემბერს დაკითხავენ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე გამოცხადდება.