კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები
10:38:41     23-05-2011
„ოქროს პალმის რტო“ კანის 64-ე კინოფესტივალზე რეჟისორმა ტერენს მალიქმა მიიღო. ამის შესახებ ფესტივალის საიტი იტყობინება. დახურვის ცერემონიალი გუშინ საღამოს შედგა.
კინოფესტივალის გრან-პრი თურქმა რეჟისორმა ნური ბილგე ჯეილანმა და ძმებმა დარდენებმა გაიყვეს. ჯილდო საუკეთესო რეჟისურისათვის დანიელ რეჟისორ ნიკოლას ბინდინგ რეფს გადაეცა.
ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად, კანის კინოფესტივალმა კირსტენ დანსტი აღიარა, რომელმაც ლარს ფონ ტრიერის ფილმში „მელანქოლია“ ითამაშა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კი ჟან დიუჟარდენი გახდა, ფილ „მსახიობში“ შესრულებული როლისთვის. ჟიურის პრიზი ფრანგულ სურათს „Polisse“ გადაეცა.
2011 წლის კანის კინოფესტივალი 11-დან 22 მაისამდე პერიოდში მიმდინარეობდა.