გოჩა მირცხულავა: „ქართული ოცნების“ რღვევა დროთა განმავლობაში გაღრმავდება
14:07:34     18-12-2017
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფას და ახალი ფრაქციების შექმნას ოპოზიცია მმართველ გუნდში დაპირისპირებას უკავშირებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრით, ფრაქციები განაწყენების გამო იქმნება, განაწყენება კი, მათი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.„ამ ფრაქციებს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესთან, ეს არის შიგნით განაწყენებული ადამიანების გადაჯგუფება და ყველა განაწყენებული თუკი ფრაქციას შექმნის, პარლამენტის ბიუჯეტი საკმაოდ დაიხარჯება. ფრაქცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. დღეს უკვე უმრავლესობას პარლამენტში ეყოლება 8 ფრაქცია. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 8 ფრაქცია არის 16 მანქანა, უამრავი მივლინების ხარჯები, აპარატი,“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, მმართველი გუნდი იშლება იმიტომ, რომ მათ შორის არანაირი იდეოლოგიური ერთობა არ არსებობს.
„ქართული ოცნების“ შიგნით არანაირი იდეოლოგიური ერთობა არ არსებობს. ეს ადამიანები გაერთიანებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფო ფინანსების გარშემო, იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილონ. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მომავალში, სხვა ტიპის დაშლაც არ უნდა გაგვიკვირდეს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
აღნიშნულ თემაზე Presa.ge ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას ესაუბრა:
- პრემიერსა და გია გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” ბაზაზე პარლამენტში რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება. ერთ ფრაქციას გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე ჩაუდგება სათავეში. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მმართველი გუნდის დაშლის წინაპირობაა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- რაც დრო გადის, ერთ რამეში კიდევ უფრო ვრწმუნდები - „ქართული ოცნების“ კონფიგურაცია აგებულია შიშსა და კონიუნქტურაზე. როცა კონიუნქტურაზე ვსაუბრობ ვგულისხმობ, რომ უმეტესობა იქ „ნაციონალებისა“ და მიხეილ სააკაშვილის ზიზღით არის გაერთიანებული. 2012 წელს მათმა უმრავლესობამ ვითარებით და სიტუაციით ისარგებლა. რაც შეეხება შიშს, ამ ადამიანებს ეშინიათ, არ დაკარგონ ის, რასაც ამ წლებში მიაღწიეს. მათ, ბუნებრივია, ეშინიათ, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება და მათ მიმართ რევანში განხორციელდება. „ოცნების“ კონიუნქტურის ფორმირების მომენტი ვლინდება სწორედ ამ ფრაქციების შექმნაში. ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გახლავთ აბსოლუტურად კლანური დაჯგუფებებისგან შექმნილი ერთობა. ზოგიერთი დაჯგუფებას პარლამენტში მყოფი გავლენიანი პირი ქმნის. ასევე არიან გარკვეული ჯგუფების ხელქვეითი პარლამენტარები. სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ საგაზაფხულო სესიაზე ახალი ფრაქციები შეიქმნება. ერთ-ერთს გია გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს. არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა უცნობსა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება წინა პლანზე გამოვიდა.
- რა მომავალი აქვს „ქართულ ოცნებას“ დაანონსებული ცვლილებების შემდეგ?
- ეს რღვევა დროთა განმავლობაში გაგრძელდება. დაპირისპირება უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც გულისწყრომას გამოთქვამენ იმ გარიგებების გამო, რომლებიც პარლამენტში არსებული ჯგუფების მეშვეობით ხდება. ამ საქმეში პარლამენტს გარეთ მყოფი გავლენიანი პირები და მთავრობის წევრებიც მონაწილეობენ.გულისწყრომას ისიც იწვევს, რომ ის ხალხი, რომელიც "ოცნების" სათავეებთან იდგა და ვისაც რაღაც მრწამსი ჰქონდა, თვალნათლივ ხედავს არსებულ რეალობას. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარჯვნივ თუ გაიხედავენ, დაინახავენ, რომ იქ არაერთი ადამიანი ზის ისეთი, რომლებიც თავის დროზე შეხმატკბილებულად თანამშრომლობდნენ წინა და იმის წინა ხელისუფლებასთან. უმრავლესობაშიც არაერთი პორტირებული დეპუტატია, რომლებიც პარტიაში მეტი გავლენებით სარგებლობენ, ვიდრე ის ხალხი, ვინც პარტიის შექმნის სათავეებთან იდგა. ამ პარტიას გარკვეული მიმართულება არასდროს ჰქონია, მაგრამ ადამიანები ხედავენ, რომ პარტიის მიზნების რეალიზება ვერცერთი მიმართულებით ვერ ხდება. პარტიული სტრუქტურები გარკვეულ კლანებსა და ამ კლანების მიერ ლობირებულ ადამიანებს აქვთ ოკუპირებული.
- საპარლამენტო უმრავლესობის ბაზაზე ახალი ფრაქციების შექმნა თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების შედეგად მოხდა?
- უცნობი ნამდვილად არ არის ის პერსონა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეუთანხმებდა, თუ რა უნდა გააკეთონ მან და მისმა მეგობრებმა. ბატონი გაჩეჩილაძე ის ადამიანია, რომელიც ლამის ილია ჭავჭავაძეს უტოლებდა თავს. ყველას გვახსოვს 2009 წელი და მისი გადაცემა საკანი #5. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას თანამედროვე ილიას უწოდებდნენ იმ გულწრფელი თუ არაგულწრფელი სპექტაკლებისთვის, რომლებსაც ის მართავდა. მეექვსე წელი დაიწყო, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეშია და მთელი ამ დროის განმავლობაში უცნობს ერთი აუგიც კი არ დასცდენია ამ ხელისუფლებაზე. „ოცნების“ მიმართ უამრავი პრეტენზია და ბრალდება ისმოდა, ის კი დუმდა, დუმდა მანამ, ვიდრე ეს უსამართლობა მათ არ შეეხო. ბიძინა გეგიძის მიერ ფრაქციის შექმნა გაჩეჩილაძეს გადაწყვეტილებაა. ის ივანიშვილს არც ფრაქციის შექმნას შეუთანხმებდა. ძმებ გაჩეჩილაძეებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონფლიქტიც არსებობს.
- რა კონფლიქტია მათ შორის?
- ეს ამბავი საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია. უცნობის უფროსმა ძმამ, ლევან გაჩეჩილაძემ, მოარული ხმების თანახმად, ვერ შეძლო მთელი რიგი ბიზნესინტერესების დაკმაყოფილება. მას ინტერესები ჰქონდა ენერგეტიკასა და რკინიგზაში. იყო სხვა მიმართულებებიც. ბიზნესინტერესები ვერ დაიკმაყოფილეს და ამ ოჯახს თანდათანობით აევსო მოთმინების ფიალა. ამის გამოძახილია გეგიძის მიერ საპარლამენტო ფრაქციის შექმნა.ასეთი განაწყენებული პირები დროთა განმავლობაში კიდევ გამოჩნდებიან. ვერ ვიტყვი, რომ ეს „ოცნების“ რღვევის დასაწყისია, მაგრამ იმის წინაპირობას ნამდვილად იძლევა, რომ განაწყენებულებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგან.
- ამ პროცესებს დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის კადრის, გიორგი ლილუაშვილის პარლამენტიდან სუს-ში გადაყვანა. ამას თქვენ როგორ ხსნით?
- ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სუს-ი მთელ რიგ მიმართულებებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს. რამდენიმე მიმართულებით შეიქმნა პრობლემა, იქნება ეს ჩატაევის თემა თუ ეკონომიკა. ჩვენ არაერთი ინფორმაციით ვიცით, რომ სუს-ში პირველი ვიოლინოს როლს თამაშობს ბატონი სოსო გოგაშვილი. როგორც ეტყობა, მის მიმართ საკმაოდ ბევრი უკმაყოფილება დაგროვდა. აქედან გამომდინარე, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური რჩება მარტო. ამ ხნის განმავლობაში ის ეყრდნობოდა გოგაშვილს, რომელიც თავის დროზე იყო ღარიბაშვილის კადრი. სწორედ ყოფილმა პრემიერმა წამოსწია სუს-ის უფროსის მოადგილე წინა პლანზე. ღარიბაშვილი ვახსენეთ და გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილისთვის არ იყოს ცნობილი ამ ადამიანის სურვილებისა და გეგმების შესახებ.