ირაკლი აბესაძე: მთავრობასთან მწვავე შეკითხვები გვექნება

  13:17:44     18-12-2017

​"ევროპულ საქართველოს" მთავრობასთან მწვავე კითხვები ექნება, რადგან წარმოდგენილი გუნდიოთ და პროგრამით, მისი მხარდაჭერა შეუძლებელია.

როგორც  საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ამ გუნდით და ამ პროგრამით მთავრობისთვის მხარდაჭერა წარმოუდგენელია. 

"გვეყოლება მთავრობის იგივე შემადგენლობა, იგივე მიდგომები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას ცალსახად გამოჩნდა. ეს არის მიდგომები, რომელმაც გასულ წლებში ჩიხში შეიყვანა ეკონომიკა და მნიშვნელოვნად გაართულა ცხოვრება საქართველოში. სამწუხაროდ, ახალი მთავრობაც არ აპირებს უარი თქვას ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე, არ აპირებს შეამციროს გაბერილი ხარჯები, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა მთავრობის შემადგენლობის მიმართ. ამ გუნდით და ამ პროგრამით მათი მხარდაჭერა არის წარმოუდგენელი", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. 

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ოფიციალურად პრეზიდენტი წარადგენს. 

პარლამენტს განხილვის 7-დღიანი ვადა აქვს.