"ეს არის უპრეცედენტო საქმე, არცერთ ქვეყანაში პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის არავის გაუსამართლებია"
12:03:11     18-12-2017
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.
„ეს საქმე არის პოლიტიკური დევნის ნაწილი. ეს არის უპრეცედენტო საქმე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არცერთ ქვეყანაში პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის არავის გაუსამართლებია. ყველა გაწეული ხარჯი, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, იყო კანონიერი - სამივლინებო ხარჯები, პრეზიდენტის სტუმრების ხარჯები, გადაადგილების, ავიაბილეთების და ა.შ. ასეთი ხარჯები ყველა ქვეყანაში გაიწევა, დღესაც - პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ. აქ არანაირი არაკანონიერი ქმედება არ არსებობს, პირიქით“, - აცხადებს ადვოკატი დავით კაკოიშვილი.
"სასამართლო სისტემამ ის საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი გახდა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე ხელი აიღო, აქედან გამომდინარე, მიიღო მიხეილ სააკაშვილმა მაშინ ადვოკატების მოხსნის გადაწყვეტილება. ამ საქმესთან დაკავშირებით, ამგვარი მიდგომა არ იკვეთება, თუმცა თუ მომავალში იქნება, შესაძლოა იგივე გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა კაკოიშვილმა.