მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული "ჰართს-ვილდ ჯექსონის" აეროპორტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
10:11:53     18-12-2017
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული "ჰართს-ვილდ ჯექსონის" საერთაშორისო აეროპორტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ათასამდე გადადებული რეისი და რამდენიმე ათასი მგზავრი ჩაბნელებულ ტერმინალებში იმყოფება.
ატლანტის აეროპორტის დიდ ნაწილს ენერგია გუშინდელი დღის შემდეგ არ მიეწოდება. გადადებულია ყველა რეისი, პარალიზებულია საჰაერო მიმოსვლა.
კომპანია „ჯორჯია ფაუერი“, რომელიც აეროპორტისთვის დენის მიწოდებას უზრუნველყოფს, აცხადებს, რომ შეფერხების მიზეზი მიწისქვეშა ელექტრომოწყობილობებზე გაჩენილი ხანძარი გახდა.