საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება

  11:13:08     16-12-2017

საპარლამენტო  ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება.

მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ კულუარებში  საუბრობდნენ, თუმცა პოლიტიკური ცვლილების შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ მოულოდნელად დღის ბოლოს დაადასტურა.

„ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება.

ერთ ფრაქციას ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, სახელდება ახალი ფრაქციების სავარაუდო ხელმძღვანელებიც.

ჯერ დაუდასტურებელ ინფორმაციით,  ერთ ახალ ფრაქციას ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირებული გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის.

ასევე ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს.

ამის გარდა, საკადრო გადაადგილების გამო, დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს უმრავლესობის წევრ გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც სურს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ბიძინა ივანიშვილის კადრი და „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელია.