მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს და სუს–ის წარმომადგენლების შეხვედრას

  12:34:07     15-12-2017

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ქუთაისში, გუშინ  საკონსტიტუციო სასამართლოს და სუს–ის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. 

"არ მესმის რატომ უნდა ვუპასუხო მოგონილ თემებს. კონსულტაციები ნამდვილად იყო, კონსულტაციები ყოველ დღე მიმდინარეობს, მაგრამ გუშინ თქვენს მიერ დასახელებული პირები ნამდვილად არ იყვნენ, არამედ იყვნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, უმრავლესობის წევრები და ამ მსჯელობის შედეგად, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტზე წარმოგვიდგენს კონკრეტულ წინადადებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ქუთაისში, პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატებს სუს-ის და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები შეხვდნენ.