პოლიტიკური ჯილდო დავით ნარმანიასთვის
12:24:59     15-12-2017
"დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯილდო". - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა, რომელმაც პრეზიდენტის მიერ დავით ნარმანიას სემეკის წევრად წარდგენასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად მორიგი ნათელი მაგალითია, თუ როგორი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული ხელისუფლება. სემეკი თითქოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა და კარგად ვხედავთ, რომ ნარმანიასთვის ეს არის პოლიტიკური ჯილდო მერობის დროს გატარებული პერიოდისათვის. ივანიშვილის თუ „ქართული ოცნების“ არაერთი პოლიტიკური დავალება იქნა შესრულებული ნარმანიას მიერ. სემეკი არის ორგანო, რომელიც არეგულირებს დარგს, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია, დენის თუ გაზის ტარიფების გაძვირების საშიშროების წინაშე ვდგავართ და ასეთი არაპროფესიონალი კადრის წარდგენა სემეკის წევრად არაფერია გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ჯილდო მისთვის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სემეკის წევრად თბილისის ყოფილი მერის წარდგენაზე, უცნაურს უწოდებს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი."გადარჩა გერმანია, თუმცა პრეზიდენტის წყალობით სემეკი ვერ გადაურჩა დავით ნარმანიას".
ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას სემეკის წევრად წარდგენასთან დაკავშირებით.
მისი ვარაუდით, დავით ნარმანია სემეკის წევრად დანიშვნის შემთხვევაში უდრტვინველად შეასრულებს პოლიტიკურ დავალებებს.
„პირველ რიგში, მიხარია, რომ გერმანია გადარჩა ნარმანიას. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. იყო საუბარი, რომ იქ უნდა წასულიყო ელჩად. ვულოცავ გერმანელ ხალხს ამ გადარჩენას, მაგრამ პრეზიდენტის წყალობით, სამწუხაროდ, სემეკი ვერ გადარჩა. ვერ გადარჩა ადამიანს, რომელიც არის უნიათობის, არაფრისკეთების, ყველაფრის „გაპრავების“ და ჩავარდნების სიმბოლო. ნამდვილად უცნაური გადაწყვეტილებაა ეს მარგველაშვილისაგან. ნარმანია, რა თქმა უნდა, წავა იმისათვის, რომ რასაც ეტყვიან, უდრტვინველად და ნამუსის შეწუხების გარეშე გააკეთოს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.