"კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მუხლი კორექტირებას განიცდის"
12:09:34     15-12-2017
კონსტიტუციაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მუხლი კორექტირებას განიცდის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს წინადადება იმ ფორმულირებით არ იქნება გაზიარებული, რომელიც მათ წარმოადგინეს.
“კონკრეტულ დეტალებზე პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს. საბოლოო ჯამში, ისეთ მუხლს მივიღებთ, როდესაც არც ერთი ინტერესი – არც სახელმწიფო და არც ადამიანის უფლებები არ ზიანდება”, – განაცხადა მდინარაძემ.
იუსტიციის სამინისტრო კონსტიტუციის მე-18 მუხლის კორექტირებას ითხოვს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ეხება. კერძოდ, საუბარია კონსტიტუციაში კონფიდენციალური ინფორმაციის ჩანაწერის გაკეთებაზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაიმართება.