„საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა“
23:02:19     14-12-2017
აფგან მუხთარლი სასამართლო პროცესზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრებზე ლაპარაკობს.
მუხთარლიმ „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს იყო სახელმწიფოებრივ დონეზე შეთანხმებული დანაშაული და პირველად ყვება, ვინ და რა ვითარებაში გაიტაცა თბილისიდან.
ჟურნალისტი დაწვრილებით საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ის საქართველოდან გაუჩინარებული პირდაპირ აზერბაიჯანში. მუხთარლი ამბობს, რომ მათ სამი მანქანა გამოიცვალეს. ასევე, ესმოდა ქართული საუბარი და მისი მტკიცებით, ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.
აფგან მუხთარლი ყვება, რომ სახლთან ახლოს პოლიციის სამმა თანამშრომლებმა ძალით ჩასვა მანქანაში. თავზე ტომარა ჩამოაცვეს. მისი თქმით, სულ სამი მანქანა გამოიცვალეს და შემდეგ აზერბაიჯანში აღმოჩნდა.
„საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული,“ - ამბობს მუხთარლი.
პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრს გარდა, აფგან მუხთარლიმ საქართველოს პრეზიდენტიც ახსენა. მუხთარლი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა სასამართლომ გიორგი მარგველაშვილი მოწმედ უნდა დაიბაროს და მის საქმესთან დაკავშირებით მისი ჩვენებაც უნდა მიიღოს. საქმე ეხება იმ განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილი თბილისიდან აფგან მუხთალის გაუჩინარებასა და გატაცებაზე საუბრობს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 28 დეკემბერს ჩაინიშნა.