"ვახტანგ გომელაური ბელორუსში სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს"

  18:16:07     14-12-2017

სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური ბელორუსში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს.

ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. "რუსთავი 2"-ის ცნობით, გომელაური შეხვედრებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს.

ვახტანგ გომელაურის ბელორუსში ვიზიტი სუს-მა დაადასტურა. მოგვიანებით კი, სუს-ის ვებ გვერდზე მოკლე განცხადებაც დაიდო, რომლის მიხედვით, გომელაური ბელორუსში უშიშროების სამსახურის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებს უნდა დაესწროს.

უსაფრთხოების სამსახურში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ, თუმცა, წყაროს ცნობით, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებები სააკაშვილის ექსტრადიციისთვის ემზადებიან და გომელაურის ვიზიტის მიზანიც, სწორედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადმოსაცემად დეტალების შეთანხმებაა.