მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ვერაფრით მივიწყებს
17:46:42     14-12-2017
„პუტინი ვერაფრით მივიწყებს“, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებას.
„პუტინი ვერაფრით მივიწყებს. შემთხვევითია ის, რომ მისი თეზისები სრულად ემთხვევა ბანკოვაიას აზრებს და ტერმინოლოგიას?
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული „საქმე“ და ჩემი დაპატიმრება - უკრაინის უშიშროების სამსახურის და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთობლივი ოპერაციაა. მერწმუნეთ, მე საკმარისი გამოცდილება მაქვს, რომ მსგავსი განცხადებები უმიზეზოდ არ ვაკეთო, დღეს პუტინმა ეს პრაქტიკულად დაადასტურა.
პუტინს უკრაინაში არსებული „ჯიხური“ ყველაზე მეტად აწყობს და მას არ სურს რამის შეცვლა, მე კი მას ვძულვარ. პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის“, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, კიევში, ბანკოვაიას ქუჩაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ ახსენა. უკრაინაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, არის უკრაინელი და ქართველი ხალხებისთვის სახეში შეფურთხება.
ოპოზიციონერ კანდიდატებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს არ სურთ, რომ ქვეყანაში მაიდნები ხდებოდეს, ხოლო ქუჩებში სააკაშვილები დარბოდნენ.