8064, 6720... - რაში იღებენ თბილისის მერიის შტატგარეშე თანამშრომლები მაღალ ხელფასებს?

  15:40:21     14-12-2017

თოლორდავა ზურაბ - 8064 ლარი (სერვისების სააგენტო, შტატგარეშე), ტურავა პაატა - 6720 (სერვისების სააგენტო, შტატგარეშე), რაჟამაშვილი სოფიო - 6400 (სერვისების სააგენტო, შტატგარეშე), ბოდოკია თამარი - 4340 – (მერია, შტატგარეშე) - ეს მერიის შტატგარეშე თანამშრომელთა არასრული ჩამონათვალია. 

გაცილებით ვრცელ სიას სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნაც-მოძრაობიდან, ლევან ხაბეიშვილი აქვეყნებს. „თბილისის მერიაში შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურება რიგ შემთხვევაში მერის ანაზღაურებას 2,5 - ჯერ აღემატება. 8064 ლარი, 6700 ლარი, 6400 ლარი, 4340 ლარი და ა.შ. 

ასევე საქალაქო სამსახურის უფროსებზე, გამგებლებზე და მერის მოადგილეებზე მეტ შემოსავალს იღებენ... იცნობდეთ ჩვენი დროის "გმირებს", - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, კახი  კალაძემ თბილისის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. 

[I=2]მალევე ცნობილი გახდა რომ მერმა, 25 შტატგარეშე თანამშრომელი ყოველგვარი კონკურსის გარეშე დანიშნა, რომელთა ჯამური წლიური ანაზღაურება 1 მილიონ ლარს აჭარბებს. 

რაც შეეხება იმას, თუ რაში იღებს მაგალითად: ზურაბ თოლორდავა ყოველთვიურად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8064 ლარს, ეს, ცოტა გაუგებარია. 

მასზე და მის ძალიან მაღალ ანაზრაურებაზე მხოლოდ ის ვიცით რომ თითოეული ჩვენგანი თოლორდავას 8064 ლარს ე.წ. სერვისების სააგენტოში მუშაობის გამო ვუხდით. 

ეს ხდება მაშინ, როდესაც თანხების არარსებობის მოტივით, ბატონმა კახიმ უფასო სასადილოებში ერთ ბენეფიციარზე დასახარჯი 1 ლარი და 18 თეთრი, 1 ლარამდე და 13 თეთრამდე შეამცირა.