პუტინი სააკაშვილზე: როდესაც ამ საცოდაობას ვუყურებ, გულში სისხლი მიდუღს

  15:26:31     14-12-2017

ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციულ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორ იტანთ ამას საერთოდ? ის ხომ საქართველოს პრეზიდენტი იყო?! ახლა კი მოედნებზე დაიარება და ყვირის, უკრაინელი ვარო. უკრაინაში რა, ნამდვილი უკრაინელები არ არიან? როდესაც ამ საცოდაობას ვუყურებ, გულში სისხლი მიდუღს,“-აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ყირიმის ნახევარკუნძულზეც გააკეთა კომენტარი.

„უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, თუმცა უკრაინაში გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა დამოუკიდებელი უნდა იყოს. მათ ამის უფლება აქვთ.

ასევე არჩევანი გააკეთა ყირიმელმა ხალხმაც. ყირიმი საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინას გადასცა, რაც არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ახლა ყირიმელმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და აქ განსახილველი აღარაფერია,“-აღნიშნა პუტინმა.