„იარაღი ვინ დაუდო საწყალ ბუტა რობაქიძეს არ ვიცი“

  12:25:35     13-12-2017

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ჩვენებას პატრულ ინსპექტორი, გიორგი ჭანტურია აძლევს. ის იმ პირველი ეკიპაჟის წევრია, რომელმაც 2004 წლის 24 ნოემბერს გააჩერა მანქანა, რომელშიც ბუტა რობაქიძე იმყოფებოდა.

„გასროლის ხმა რომ გავიგონე ვიკითხე, რა ხდება, რის გამოა სროლა-მეთქი? ეკიპაჟები მოვიდნენ, ბაშალეიშვილს ვკითხე, რა ხდება, რის გამო გაისროლე-მეთქი..  არ ვიცი, იარაღი გამივარდაო, მიპასუხა ბაშალეიშვილმა... იქ კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ მინახავს. როცა რობაქიძე ძირს დაეცა, იარაღი არ დამინახავს. გარეგანათება ჩართული იყო, ავტოსალონში ჩავიხედე და კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ვნახე, ის იარაღი ვინ, რომელმა დაუდო საწყალ რობაქიძეს, ვერ დაგიდასტურებთ, იარაღი უკვე დადებული დავინახე",- განაცხადა მოწმე გიორგი ჭანტურიამ.