ოზურგეთში მამაკაცი დაჭრეს

  16:47:17     12-12-2017

ოზურგეთში 31 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. დაჭრილი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაშია გადაყვანილი.

„მედალფას“ დირექტორის დავით მდინარაძის ცნობით, მამაკაცს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა მარცხენა გულმკერდის არეში. ასევე, მარცხენა ბარძაყის არეში მიყენებული აქვს ნაკვეთი ჭრილობა. ამჟამად, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.