ლევან იზორიას პარლამენტში მისვლა იგეგმება

  16:02:21     12-12-2017

თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის მინისტრის მოსმენა იგეგმება. 

​როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ლევან იზორიას მოსმენა უახლოეს პერიოდში გაიმართება. 

„მიმდინარე წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომელიც შეირაღებულ ძალებში ოპტიმიზაციას შეეხებოდა. გარკვეულწილად დარღვეული იყო ბალანსი შესაბამისი წოდებისა და თანამდებობის მიხედვით. ბალანსის დასარეგულირებლად თამამი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. უახლოეს ხანებში გვექნება შესაძლებლობა თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოვიწვიოთ და მოვისმინოთ, რა ვითარებაა შეიარაღებულ ძალებში და რა რეფორმების იგეგმება“, - განაცხადა სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ეს თანამშრომლობა არის გამორჩეული და იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეირაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები არის აღიარებული და საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან არა მხოლოდ თანამშრომლობს, არამედ არის მათი მოკავშირეც. 

„რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი წვრთნა ჩატარდა საქართველოში, სადაც მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნები მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები“, - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.