„სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს მისი მომავალი“

  15:07:26     12-12-2017

მთავარია, პოლიტიკური დევნა არ იყოს სააკაშვილის მიმართ და ბუნებრივია, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, რეჟიმები, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ, მარცხდებიან. 

„რეჟიმები, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ პატიმრობას და ძალადობას ოპონენტების მიმართ, განწირულები არიან დამარცხებისთვის და ფაქტობრივად, როგორც ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ უკანონო ბრძანებებს. გუშინ ვნახეთ მოსამართლე, რომელმაც მიიღო სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება. ასეთი რეჟიმები მარცხდებიან. როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში მათ ეწევათ ასეთი ბედი. მთავარია, პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს სააკაშვილის მიმართ და ბუნებრივია, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს სააკაშვილის მომავალი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.