"ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოს დავეხმაროთ, წავიდეს წინ"

  10:47:38     12-12-2017

იან კელი საქართველოსა და უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ასევე ყურადღებით აკვირდება ამ საკითხს სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი არის ის, რომ იყოს სამართლიანი სამართლებრივი პროცესი და რა თქმა უნდა ყველაფერ ამას ძალიან დეტალურად დავაკვირდებით. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლების ასახვას საქართველოზე, ის არის ყოფილი მეთაური საქართველოსი და ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოს დავეხმაროთ წავიდეს წინ, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.