"პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში არ გამოცხადდება"

  09:56:37     12-12-2017

პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში არ გამოცხადდება. ამის შესახებ საზოგადოებას ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა აცნობა.

ფონდ "იავნანადან" თანხების გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანი გამოკითხვას მეტი გამჭვირვალობისთვის მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

ადვოკატის თქმით, ბურჭულაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, საქართველოში ჩამოსვლას  ვერ ახერხებს.

„ბატონი პაატა მზად არის მისცეს ჩვენება, ოღონდ ამ ჩვენებას მისცემს სასამართლოში. ინფორმირებულია პროკურატურა ამის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რომელ დღეს მისცემს სასამართლოში ჩვენებას, ეს უკვე არის შეთანხმების საგანი და რამდენიმე დღეში ეს შეთანხმებაც მოხდება,“ - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.