"სააკაშვილის ძალიან დიდი წარმატება უკრაინაში, ეს არის ივანიშვილის შავი სიზმარი"

  09:46:33     12-12-2017

ოლიგარქები, რომლებიც რეალურად დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ მიდიან, რასაკვირველია, რიგდებიან და თანხმდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალიან დიდი წარმატება უკრაინაში, ეს არის "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის შავი სიზმარი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება შეაფასა და აღნიშნა, რომ ახლა წყდება, იქნება თუ არა უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფო.
მისი თქმით, დღეს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პირველ რიგში უკრაინელი ხალხის გამარჯვებაა.

„ეს არის უკრაინელი ხალხის გამარჯვება. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ვხედავთ თუ არა სააკაშვილის მომავალს უკრაინაში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უკრაინელი ადამიანების, მაიდნის ღირებულებების გამარჯვება", - აღნიშნა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.