"სააკაშვილის ლიკვიდაცია, შესაძლოა, რუსეთმა მოახდინოს"
18:19:16     11-12-2017
უკრაინის პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია რუსეთმა მოახდინოს. სწორედ ამ მოტივით, სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის შინა პატიმრობის შუამდგომლობის მოთხოვნით მიმართა.
უკვე 4 საათია კიევის პიჩორის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობს.
რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ ოფიციალურად მოითხოვა სააკაშვილს ორთვიანი შინა პატიმრობა მიუსაჯონ და უსაფრთხოების დამატებითი ზომისთვის, მას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრონ.