აფეთქება მანჰეტენზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

  18:02:40     11-12-2017

მანჰეტენზე, ავტობუსის სადგურზე აფეთქება მოხდა.

პოლიციამ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ, დაშავებულია.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის ცნობით, დაზიანებები კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიიღო.