კიევის სასამართლო სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს
15:04:37     11-12-2017
ამ წუთებში კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყდეს. პროკურატურა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზში შესვენება გამოცხადდა. ამ დროს სააკაშვილმა მოქალაქეებს მიმართა.
მოსამართლე გადაწყვეტილებას უახლოეს წუთებში გამოაცხადებს.
მიხეილ სააკაშვილი პარასკევს დააკავეს. მას ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება. ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავების დროს მთელი რიგი პროცედურებისა დაირღვა.