მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის ჰიმნი იმღერა (ვიდეო)

  14:50:23     11-12-2017

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის ჰიმნი იმღერა და განაცხადა, რომ თავს ოლიგარქიული რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს. 

მოსამართლე ლარისა ცოკოლმა სასამართლო პროცესზე შესვენება გამოაცხადა, რათა სააკაშვილს პრესისთვის კომენტარი გაეკეთებინა.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ითხოვს. ამასთან, პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.