ირაკლი კობახიძე: ისტერიკა პრეზიდენტისა და პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგში იყო

  14:44:49     11-12-2017

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად მოგვეცა საშუალება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აკადემიურად განხილულიყო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით ახალმიღებულ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები იქნა განხილული.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობის პროცესი წარიმართა ისტერიკით, რომელიც პრეზიდენტისა და პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგში იყო.

„ამ ისტერიკის ფონზე ჩვენ მივიღეთ ისეთი ცვლილებები, რომელიც ქმნის ახალ, დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. აქ საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე, გაძლიერებულ ოპოზიციაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტზე. ეს არის ის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან აგვაცილებს იმას, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.