კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება />


  14:20:42     11-12-2017

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება

a74271.jpg

ამ წუთებში კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება.

მიხეილ სააკაშვილი უკვე სასამართლო დარბაზში იმყოფება. კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს მეორე დარბაზში ასევე იმყოფებიან ჟურნალისტები. 

იმისათვის, რომ სააკაშვილმა პრესისთვის კომენტარის გაკეთება შეძლოს, მოსამართლე ლარისა ცოკოლმა შესვენება გამოაცხადა.

რაც შეეხება ასეულობით მის მხარდამჭერს და პოლიტიკურ თანამოაზრეებს, ისინი სასამართლოს შენობის გარეთ არიან შეკრებილი.პროცესზე დასწრება მათ ნაწილსაც სურდა, თუმცა სხდომის გასამართად პეჩორის ოლქის სასამართლომ საკმაოდ მცირე ზომის დარბაზი შეამცირა და ამ მოტივით მათ პროცესზე დასწრებაზე უარი უთხრა.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ითხოვს. ამასთან, პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32. 0

ავტორი: