„ჩვენ ალბათ პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ“
13:21:42     11-12-2017
„ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, კონსტიტუციაში საარჩევნო კოლეგიის შემოღების საკითხი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო.
„დამატებითი მსჯელობა იყო, 2024 წლის და ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის, ხომ არ აერჩია პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტს და არა საარჩევნო კოლეგიას. იურიდიულად ეს უფრო სწორი მექანიზმი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ და 2024 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე პრეზიდენტი აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა და ტერმინი „ხმოსნები“ შეიცვლება.