12:59:21     11-12-2017
„სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა“

„შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი სამართლებრივი პროცედურაა, ის ბრალდებულია გარკვეული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს წინაშე წარსდგეს.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, მისთვის უცნობია, რა ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამისი სტრუქტურები ამ მიმართულებით.
„პრობლემა, რომელიც უკრაინაში წარმოიშვა, არის აბსოლუტურად უკრაინის შიდა საქმე. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ცდება. მე დეტალებზე საუბარი გამიჭირდება და ვერ გეტყვით, თუ რა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ხელისუფლება“, - თქვა მან.
0