ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის 2 თვიან შინაპატიმრობას მოითხოვს ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის 2 თვიან შინაპატიმრობას მოითხოვს />


  12:24:31     11-12-2017

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის 2 თვიან შინაპატიმრობას მოითხოვს

a74259.jpg

ადვოკატ პაველ ბოგომაზოვის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის ორთვიან შინაპატიმრობას მოითხოვს. 

„სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს. ეს არის შეთითხნილი საქმე. ჩვენი აზრით, მას პოლიტიკური ხასიათი აქვს. საქმეს მოსამართლე ლარისა ცოკოლი განიხილავს. მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ორ დღეზე მეტია შიმშილობს და მხოლოდ წყალს სვამს“, - განაცხადა პაველ ბოგომაზოვმა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, თავდაპირველი ინფორმაციით კი, სააკაშვილის პროცესი 12 საათზე უნდა გამართულიყო.

პეჩერსკის რაიონულ სასამართლოს შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. 0

ავტორი: