კალიფორნიაში მორიგი მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა

  11:25:02     11-12-2017

კალიფორნიაში მორიგი მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. ამჯერად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი სახლების დატოვება კარპენტერიასა და მონტესიტოს რეგიონების მოსახლეობას მოუწოდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ქალაქ სანტა ბარბარას უახლოვდება.

სულ დაზარალებული რეგიონებიდან ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი, არიან დაშავებულები. კალიფორნიის შტატში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

კალიფორნიაში ტყის ხანძრები 4 დეკემბერს დაიწყო. ცეცხლის გავრცელებას ქარიანი და მშრალი ამინდი უწყობს ხელს.