სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს

  11:22:26     11-12-2017

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს.

სანდრა რულოვსი წინასწარი დაკავების იზოლატორთან დღეს ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ის მეუღლის მონახულებას გეგმავდა. თუმცა, როგორც სააკაშვილის უფლებადამცველებმა გაარკვიეს, ის უკვე სასამართლოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, დაკავების 72 საათიანი ვადა დღეს დღის მეორე ნახევარში იწურება. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს.