09:40:30     11-12-2017
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, რომელიზეც გადაწყდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, დღეს გაიმართება.
ინფორმაცია ამის შესახებ, სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა ჟურნალისტებს მიაწოდა.
მისივე ცნობით, პროკურორები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შიდა პატიმრობას და მისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას მოითხოვენ.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება პროკურატურის დადგენილება სააკაშვილის დაკავებისა და მისი ადგილსამყოფელის ჩხრეკის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ნაციონალური პოლიციის საგამოძიებო განყოფილებამ 8 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ეჭვმიტანილი ატრადნომის გამზირის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. დოკუმენტში ასევე საუბარია სააკაშვილის მიმალვისა და მტკიცებულებების გაქრობის რისკებზე.
"აღნიშნულ მისამართზე ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა არის გადაუდებელი და უკავშირდება სამართლებრივ დევნას იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, "- ნათქვამია დადგენილებაში.
0