09:38:27     11-12-2017
"უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ არავის მისცემენ უფლებას, მათი მომავალი მოიპარონ"

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოს „როშენის“ ჯიხურის მფლობელი პოროშენკო, ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს.
მან კიევში გუშინ გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაიდანზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
საყვარელიძის თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ არავის მისცემენ უფლებას, მათი მომავალი მოიპარონ.
„უკრაინაში, მაიდნის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ამ „როშენის“ ჯიხურის მფლობელი პრეზიდენტი პოროშენკო როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოს, ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს. ეს არის არა სააკაშვილის მოძრაობა, არამედ უკრაინელების. ეს არის ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა. სიმბოლურია, როდესაც პოროშენკო ქვეყანას და ხალხს უყურებს, როგორც თავისი შოკოლადის ჯიხურს. უკრაინა არ არის შოკოლადის ჯიხური, უკრაინელები კი შოკოლადი, რომლის შეფუთვა და დაშინება შეიძლება“, - განაცხადა საყვარელიძემ.
0