კულტურის და სპორტის გაერთიანებულ სამინისტროში კადრები შემცირდება

  12:19:27     08-12-2017

კულტურის და ძეგლთა მინისტრის მიხეილ გიორგაძე ვარაუდით, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად კულტურის და სპორტის გაერთიანებულ სამინისტროში კადრები შემცირდება. 

მინისტრის თქმით, შემცირებები შეეხება ძირითადად ადმინისტრაციულ მიმართულებას.

"ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ჩვენს სამინისტროს ამ ნაწილში 3 თვე არ დასჭირდება და ჩვენ ამ გეგმის წარსადგენად მზად ვიქნებით ბევრად უფრო ადრე. თუმცა კონკრეტულ ციფრებს მაშინ მოგახსენებთ, როცა ეს გეგმა ჩამოყალიბებული იქნება.

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ დარგობრივ მიმართულებას, სპორტს და კულტურას. ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში იქნება გარკვეული ოპტიმიზაცია და შემცირებები. კადრების შემცირებას ვვარაუდობ, თუმცა ეს შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, ვინაიდან დარგობრივ ნაწილში სრულად ვინარჩუნებთ კადრებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალები არიან და ჩვენ არც ერთი პროფესიონალის დაკარგვა არ გვინდა", - განაცხადა მინისტრმა.