რომან გოცირიძე: სუს-ი პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა რომან გოცირიძე: სუს-ი პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა />


  11:49:05     08-12-2017

რომან გოცირიძე: სუს-ი პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა

a74216.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა, - ამის შესახებ განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მიერ პრემიერისთვის მიწერილი ღია წერილის შემდეგ, დეპუტატის სუს-ში დაბარებას ეხმაურება.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარება სწორედ პრემიერისადმი გაგზავნილ წერილს უკავშირდება, რაც გოცირიძის თქმით, ძალიან სახიფათო ფაქტია.  

გოცირიძის განცხადებით, სუს-ი პოლიტიკურ პოლიციად ჩამოყალიბდა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ დაიბარეს. კონკრეტულად, რა საქმე ჰქონდათ მასთან სუს-ის წარმომადგენელებს, შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა აღარ დააკონკრეტა.

შალელაშვილის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსთან, რომელშიც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, სუს-ში დაბარებას კავშირი არ აქვს. 0

ავტორი: