„სამი წლის განმავლობაში 16 მლნ. ლარი დაიხარჯა კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შენახვაზე“
16:04:04     06-12-2017
„რესტრუქტურიზაციის შესახებ გეგმაზე ხელისუფლების დამოკიდებულებაზე პარლამენტის ცარიელი დარბაზი მეტყველებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, მთავრობის ოპტიმიზაციის საკითხი გაუაზრებელი ნაბიჯი იყო.
„წლების განმავლობაში ჩვენი ჩიჩინის შემდეგ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული რეორგანიზაცია ჩაატაროთ და ამ გადაწყვეტილების თაობაზე გამოგვიცხადეთ. ჩემი აზრით, ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი პროცესი, რადგან თქვენ დღემდე არ გაქვთ ზუსტი და ნათელი პასუხები იმაზე, ზუსტად რა მცირდება, რამდენით მცირდება, როგორი იქნება ბიუროკრატიული ხარჯები მომავალში და ამ კითხვებზე ჩვენ პასუხი დღესაც ვერ მოვისმინეთ. ის, თუ როგორი ენთუზიაზმით ეკიდებით ამ ცვლილებას, ჩანს თუნდაც იმ ცარიელი დარბაზიდან, რომელსაც მე ახლა ვუყურებ.
გასაგებია, რომ თქვენ ეს ცვლილებები ნამდვილად არ გეხალისებათ. რაც შეეხება ამ ცვლილებების განხორციელებამდე პერიოდს, მე მაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმ ცვლილებებზე, რომელიც იყო დაშვებული. თავის დროზე, როცა თქვენ შექმენით კრიზისების მართვის საბჭო, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთადერთი ნიშნით, მაშინ არ ეთანხმებოდით პრეზიდენტ მარგველაშვილს, როგორც ახლა არ ეთანხმებით. არაფერი შეცვლილა და გინდოდათ პარალელური სტრუქტურის შექმნა. ეს სტრუქტურა გააკეთეთ, ეს იყო მექანიკური ცვლილება და სამი წლის განმავლობაში 16 მლნ ლარი დაიხარჯა კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შენახვაზე“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.