„ენმ“-ის წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ

  15:11:13     06-12-2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, დღვანდელი მსვლელობა ღირსების მანიფესტაციაა, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნეს, საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია რუსული მხარე და საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებენ.
მათივე განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ასევე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია პატრულის ეკიპაჟები.