„საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო არ ექნება“
15:06:35     06-12-2017
„ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო, როგორც მაკოორდინირებელი ორგანო, არ ექნება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე გაცილებით უსაფრთხო არიან: ლატვია, მოლდოვა, ხორვატია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქეთი - ასეთი საბჭო გააჩნია.
„რა მოსაზრება აქვს ჩვენ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ნატოში, საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით?“ - განაცხადა კაპანაძემ.
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანო მთავრობა იქნება.
როგორ ცნობილია, ახალი რედაქციის კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, უქმდება უშიშროების საბჭოც.