რას წერენ მსოფლიოს მედია საშუალებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე
11:46:23     06-12-2017
კიევში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს "The new york times".
უკრაინის ხელისუფლებისთვის დამამცირებელს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობას ფრანგული გამოცემა "Le Monde". სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობა, ხელისუფლების სისუსტესა და უუნარობას აჩვენებს.
გამოცემა "Bloomberg„-მა კი სტატია ამგვარი სათაურით გამოაქვეყნა- „დასავლეთმა უკრაინაში არასწორ ადამიანს დაუჭირა მხარი".ავტორი წერს, რომ პოროშენკოს უხეში ქმედებები ყველაზე აქტიური ოპონენტის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ აჩვენებს, რომ მას იანუკოვიჩის მსგავსად, შეუძლია შეუბრალებელი იყოს.
"მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძვების უშედეგო მცდელობის შემდეგ, პოროშენკოს სამართალდამცველებმა ქართული წარმოშობის პოლიტიკოსის მოკავშირეების დეპორტაცია განახორციელა," - ნათქვამია სტატიაში.
ვრცელ სტატიას უკრაინაში პოლიტიკურ დაპირისპირებას უძღვნის "Deutsche Welle". სტატიის ავტორის აზრით, სააკაშვილის საქმე პოროშენკოს დასასრულის დასაწყისი იქნება.