კონსტიტუციონალისტები უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს პოლიტიკურ დევნად აფასებენ
09:38:48     06-12-2017
კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, კონსტიტუციონალისტები ეხმაურებიან. ისინი განვითარებულ მოვლენებს და უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილთან მიმართებაში ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებს დიდი ხანია გასცდა.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხები გასცდა სამართლებრივ საკითხებს. მისი დაკავების საკითხი ბევრად უფრო პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ ორი წლის განმავლობაში არ მოხდა უკრაინის მხარის მიერ მისი გადმოცემა საქართველოსთვის, ის ფაქტი, რომ გამოძიება დაწყებულია სხვა საკითხთან დაკავშირებით, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ალბათ ექსტრადირება მოხდება საქართველოში,“ - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ.