აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი-ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია

  09:22:49     06-12-2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი კიევში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან.

განცხადება ამის თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ჰეზერ ნოირეტმა გააკეთა. ინფორმაციას სახელმწიფი დეპარტამენტი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე იზიარებს მათ გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია. ვხედავთ, რა ხდება კიევის ქუჩებში. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავიდან აიცილონ ყოველგვარი ძალადობა, დაემორჩილონ კანონსა და საერთაშორისო ვალდებულებებს“, - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურში.