"გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული და ამ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევ“

  16:16:44     05-12-2017

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რადას შენობისკენ დაიძრა. მასთან ერთად, მისი რამდენიმე ათასი მხარდამჭერი იმყოფება.

სააკაშვილი, რადასთან საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.

"გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული და ამ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევ. არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას არც უკრაინაში და არც საქართველოში,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.