„თავისთავად არის ძალიან სამარცხვინო, რომ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი, სახურავებზე დარბის“

  14:16:57     05-12-2017

„თავისთავად არის ძალიან სამარცხვინო, რომ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი, სახურავებზე დარბის“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების თაობაზე განაცხადა.

„ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ბატონი პოროშენკო იმას იმკის, რაც მან თავის დროზე დათესა და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ალბათ მათი, როდესაც მეგობარი ქვეყნის ძებნილი ადამიანი გუბერნატორად დანიშნა,“ - განაცხადა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიამ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

„არავითარი გარიგება ივანიშვილისთვის საინტერესო საერთოდ არ არის. ივანიშვილი რამდენი ხანია არ გამოსულა, არც განცხადება გაუკეთებია,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.