გიგი უგულავა სააკაშვილზე: პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდა ექცეოდნენ
14:13:16     05-12-2017
თავი ამ ყველაფრის არის ის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა, კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.
„ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდა ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში ხდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ, პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ კიევში, პასუხისმგებლობა ბუნებრივია, პოლიტიკურ დევნაზე სწორედ ივანიშვილის რეჟიმზეა,’’- განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს.