ზორან შკირიაკი: სააკაშვილს ბრალი შესაძლოა რამდენიმე მუხლით წარედგინოს

  14:06:53     05-12-2017

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი შესაძლოა არა მხოლოდ 256-ე მიუხლით წარედგინოს, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებითაც.

ზორან შკირიაკის თქმით, ამის შესახებ დეტალურ განცხადებას უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო რადაში გააკეთებს. 

​ცნობილი იყო, რომ სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.