სააკაშვილს ბრალის დადგენილება მას საკუთარი სახლის კიბეებზე გააცნეს

  12:05:43     05-12-2017

დაპირისპირება სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სპეცნაზმს შორის ახლაც მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს, ის საგამოძიებო უწყების მიმართულებით წაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალის დადგენილება კიბეებზე ჩაყვანისას გააცნეს. პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, სააკაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები 2017 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე განახორციელა.

„პატივცემულო მოქალაქეებო გთხოვთ არ შეგვიშალოთ ხელი, რასაც თქვენ აკეთებ, ამით არღვევთ კანოს და გთხოვთ ხელი არ შეგვიშალოთ,“-მიმართა შეკრებილებს პროკურატურის თანამშრომელმა.