მერიამ საპატრიარქოს ეკლესიების ასაშენებლად, 9 ლარად 9 მიწის ნაკვეთი გადასცა

  11:31:10     05-12-2017

2017 წლის 9 თვეში მერიამ საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად ჯამში 16 073 კვადრატული მეტრის ფართის 9 ნაკვეთი გადასცა, ამის შესახებ „ბიზნეს მედია ჯორჯიას“ მიერ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა.

ერთ ლარად გასხვისებული მიწის ნაკვეთები გურამიშვილზე, თემქაზე, მუხიანსა და თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარეობს. 

მიწის სიმბოლურ ფასად მიღებისთვის საპატრიარქო ჯერ მერიას მიმართავს, შემდეგ აღნიშნული წინადადება რელიგიის კომისიასთან განიხილება, სადაც დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, საკითხი თბილისის მთავრობის სხდომაზე გადის, საბოლოოდ კი საკითხზე გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულო იღებს.