პრეზიდენტი: ტერორიზმი ნამდვილად გახდა კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე

  10:26:14     05-12-2017

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრატეგიული დისკუსიის მორიგი საერთაშორისო შეხვედრა მიმდინარეობს.  სტუმრებს გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.

ღონისძიებაში ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები მონაწილეობენ, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი და "ფრიდომ ჰაუსის" ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ კრამერი. შეხვედრებზე განიხილება ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე, საქართველოს გზა ნატო-ში გასაწევრიანებლად და ეროვნული უშიშროების სტრატეგიები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.

„სათქმელია ისიც, რომ წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში. ტერორიზმი ნამდვილად გახდა კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე. რანაირად უნდა გაძლიერდეს, რანაირად უნდა გახდეს უფრო თავდაცვისუნარიანი ჩვენი ქვეყანა და ყველა ის ქვეყანა, რომელთან მიმართებაშიც რუსეთი ახორციელებს ამ პოლიტიკას, მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მსჯელობა და მომავალი მიზნების დაგეგმვა არის უმნიშვნელოვანესი,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.